ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის დასტურია I კლასელთა ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, რომლითაც მათ სასწავლო წელი დაასრულეს.
ბავშვებმა, ასევე მოინახულეს და პატივი მიაგეს შინდისის გმირებს.
„შემდეგ, ბავშვები დღის ბოლომდე გაერთნენ გორის პარკში ატრაქციონებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაირა. ექსკურსიით ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ. კლასის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე და ექსკურსიის ორგანიზატორი მაია რიჟამაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, მოსწავლეთათვის ეს ექსკურსია პირველი იყო.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: