„არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია!” - პატრიოტული ღონისძიება ნაბახტევის საჯარო სკოლაში
31-05-2024
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

მე-7 კლასში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება დევიზით: „არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია!” გაიმართა.

თემატიკიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააანალიზეს, რომ სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.

მათ ხელმძღვანელობდა პედაგოგი მაია რიჟამაძე.

ეს დღე ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203