
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელ პედაგოგებს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო - მე-12 კლასის მოსწავლეებმა მე-11 კლასელებს ესტაფეტა გადასცეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: