
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ სპორტულ კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობას მხარს უჭერს.
ამჯერად, სკოლა მე-6 ბ კლასის მოსწავლის - გვანცა გოცირიძის წარმატებას გვიზიარებს.
მე-6 კლასელი, რომლის დამრიგებელი ნატო ქუთათელაძეა, 4 წელია ეუფლება მაგიდის ჩოგბურთს და მასში დიდ ძალისხმევას დებს. როგოც სკოლაში აღნიშნავენ, სწორედ ამიტომაცაა მისი შრომის შედეგი კანონზომიერი.
მან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში, ასაკით უფროსებს შეეჯიბრა და პირველი ადგილი დაიმსახურა.
შეჯიბრება წყალტუბოში გაიმართა.
სკოლაში მისით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: