ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წაკითხული წიგნის განხილვა მოაწყვეს
31-05-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

პედაგოგი ნინო წიქარიშვილი IV კლასის მოსწავლეებს წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, არაერთ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობს.

„ვცდილობ, რომ ჩემმა მოსწავლეებმა წიგნის საშუალებით შეძლონ  ჯადოსნური, ზღაპრული კარის შეღება ამ სამყაროში“, - აღნიშნავს პედაგოგი ნინო წიქარიშვილი.

ამჯერად, IV კლასის ყოჩაღმა მოსწავლეებმა, უკვე მეორე წიგნი, რაკელ პალაციოს „საოცრება“ წაიკითხეს, შემდგომ კი განიხილეს.

წიგნის განხილვას ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი მაია ტუხაშვილი და მოსწავლეთა მშობლები.

„კითხვის სიყვარული ბავშვებისათვის ადვილი მისაღწევი არ არის, ბავშვები საკმაოდ რთულ პირველ ეტაპს გადიან კითხვის სწავლის დროს, რაც დიდ ძალისხმევასა და მუშაობას საჭიროებს, როგორც ბავშვის, ასევე მშობლისა თუ მასწავლებლის მხრიდან. მას შემდეგ, რაც ეს რთული ეტაპი გადაილახება, კითხვის საშუალებით ბავშვი უამრავი ჯადოსნური და ზღაპრული კარის შეღებას შეძლებს, რაც მის წარმოსახვის უნარს ავითარებს“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203