
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლები: ელიზა ლიპარტელიანი და შორენა გუბელაძე, საპრეზენტაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
29 მაისს ქუთაისში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან, 93 საჯარო სკოლის მონაწილეობით სამოქალაქო განათლების პროგრამის აკადემიური წლის შედეგების საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა.
შემაჯამებელ ღონისძიებას სასკოლო წარმომადგენლების გარდა, ასევე დაესწრნენ: პროექტში ჩართული იმერეთის რეგიონის 93-ივე პარტნიორი სკოლა, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია ორგანიზაციები და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი. ასევე, პროექტის განმხორციელებელი PH-PH International და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც გასული აკადემიური წლის შედეგებზე ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: