
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა, პატარებმა ღია ცის ქვეშ დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. გააცოცხლეს ზღაპარების პერსონაჟები და სამსახიობო ოსტატობით დამსწრე საზოგადოება გააოცეს.
მოსწავლეებს მეორე კლასში გადასვლა მიულოცეს სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა, ჭადრაკის მასწავლებელმა სრაპ გაბრიელიანმა და სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა, ასევე, მშობლებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრიმისთვის.
ბოლოს კი, მოსწავლეებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის ხელმძღვანელი აიდა აპოიანი და ესწრებოდნენ მშობლები, სოფლის მისახლეობა და მიწვეული სტუმრები.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: