საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსკურსიით ვარიანს სტუმრობდნენ
04-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიას მიმართავენ, მათ შორისაა ექსკურსია, მეთოდი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სოფელ ვარიანში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალები, მათ შორის მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი გამოცემები და ფოტომასალები.

 დღემ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

მოსწავლეები დიდი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203