
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტულ მოტივებზე ზრდიან, მათში სამშობლოს სიყვარულს აღვივებენ და ეროვნულ დღესასწაულებს განსაკუთრებით აღნიშნავენ.
ასეთივე საზეიმო იყო, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს დამოუკიდებლობის არსი, გაიხსენეს საქართველოს არც ისე შორეული წარსული, ისაუბრეს ქართველი ხალხის უშრეტ ენთუზიაზმა და მისწრაფებაზე თავისუფლებისკენ - სწორედ ამ ეროვნულმა ჟინმა მოიყვანა საქართველო დღემდე.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს და წარმატებას უსურვებს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
იხილეთ ფოტოები: