ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
31-05-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც Iა კლასის მოწაფეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯერეს. ღონისძიება, რომელსაც დამრიგებელი გიული ვერულიძე ხელმძღვანელობდა, მოიცავდა შემოქმედებით ნომრებს. 

მოსწავლეებმა ანბანის წარმატებით შესწავლა და სასკოლო ცხოვრების პირველი, ამასთან თამამი ნაბიჯები ზარ-ზეიმით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ქართულ ანბანს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და შეასრულეს საცეკვაო ნომრებიც. 

ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მშობლებსა და მასწავლებელს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

იხილეთ ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203