ეშტიის N2 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო და სახალისო აქტივობები მიეძღვნა
31-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამას ადასტურებს, მოსწავლეთა მონაწილეობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები.

აქტივობები მოსწავლეთა მონაწილეობით ღია ცის ქვეშ გაიმართა. ბავშვებმა საინტერესო და ძალიან სახალისო ფლეშმობი მოაწყვეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ, ბავშვთა დაცვის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. მოსწავლეებმა ასევე, თემატური პლაკატი შექმნეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 

 



 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203