ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
31-05-2024

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში I კლასელთა შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა „დედაენას“ ხოტბა შეასხეს. მათ I კლასში ნასწავლი მასალა წარმოაჩინეს, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, დრო კი ხალისიანად გაატარეს.

„სულ ცოცხლობდე სულ ხარობდე სულ ჭაბუკი იყო გვინდა საუკუნეს გამოვლილო დედაენავ ჩვენო წმინდავ“ - ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას.

ლამაზ ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეების შემოქმედობითობით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. 

ღონისძიებას I კლასის დამრიგებელი ეთერ ჯუღელი ხელმძღვანელობდა. მას აღნიშნული დღისთვის გაწეული შრომისთვის, სკოლაში, მადლობას უხდიან.

იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ეს დღე ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203