გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში სხვადასხვა კონკურსი და აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო ინტელექტუალური პროექტი „რა? სად? როდის?“, რომლის ხელმძღვანელია ლელა მაისურაძე. თამაშში მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
პროექტის მიზანი გახლდათ, სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით მოსწავლეებს სიღრმისეულად შეესწავლათ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეები.
პროექტის ფორმატი იყო შემდეგნაირი: თითოეული კლასმა წარადგინა თავისი გუნდი, რომელსაც ჰყავდა კაპიტანი და მხარდამჭერები.
გუნდისთვის კითხვებს ამზადებენ უფროსი კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი, მასწავლებლები.
კაპიტანმა ბლიცი ითამაშა, მას ასევე შავი ყუთი ჰქონდა.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, პროექტი უკვე 2 წელია წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: