
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში I კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
პირველკლასელთა მონდომებამ და შემოქმედებითმა უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სასკოლო საზოგადოება მათ მომდევნო კლასებში წარმატებებს უსურვებს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.