ტალავერის N1 სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა
31-05-2024

არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი მრავალფეროვანი და დაუვიწყარი იყო, ბოლოდ დღეც საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. 

აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებმა გამართეს „ანბანის ზეიმი“ და ასე დააგვირგვინეს პირველი სასწავლო წელი. 

პატარებმა ფერადი ბუშტებით მორთულ გარემოში, მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული წარმოდგენები დადგეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, ძალიან დასამახსოვრებელი და სახალისო აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203