გეტას საჯარო სკოლის პირველ და მე-12 კლასელთა ერთობლივი ემოციური ღონისძიება
31-05-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლაში, მე-12 კლასელებისა და I კლასის მოსწავლეთა ერთობლივი ემოციური ღონისძიება გაიმართა.

სასკოლო საზოგადოებამ აღნიშნული ღონისძიებით მე-12 კლასელები სკოლიდან გააცილა, ხოლო I კლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

ღონისძიებაზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. 

მეთორმეტეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ, ცხოვრების ახალ ეტაპზე კი წინსვლას უსურვებენ, ხოლო I კლასელებს კი მომდევნო კლასებში წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203