ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ქასრაშვილი მუსიკალური კონკურსის ლაურეატი გახდა
30-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის შემოქმედებით და ნიჭიერ მოსწავლეთა შორისაა მუსიკაზე უსაზღვროდ შეყვარებული ანასტასია ქასრაშვილი.

ანასტასია მე-6 კლასის მოსწავლეა, ის მუსიკალურ სტუდიაში დიდი სიამოვნებით სწავლობს და საყვარელ საქმეს მთელი გულით აკეთებს, მისი მასწავლებელი ნატო ჩაკვეტაძე გახლავთ. 

ანასტასიას მეცადინეობამ შედეგიც გამოიღო და ახლახან, 25-ე საერთაშორისო საყმაწვილო-ახალგაზრდული კონკურსის - „ბრავოს“ ლაურეატი გახდა.

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და მას წინსვლას უსურვებს, მისი მიღწევით განსაკუთრებით ამაყია დამრიგებელი ნატო ქუთათელაძე. 

„ვულოცავთ ანასტასიას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ სწავლასა და ხელოვნებაში“, - ასე ულოცავენ სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203