საზეიმო „ბოლო ზარი“ და მე-12 კლასელთა ემოციური გაცილება წალკის N2 საჯარო სკოლაში
30-05-2024

წალკის N2 საჯარო სკოლიდან 21 მე-12 კლასელი დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

ახალგაზრდები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს.

სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203