
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“, საზეიმოდ დაირეკა და ასეთივე საზეიმო იყო ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდებმა გამართეს და რომლითაც სკოლაში ყოფნის ბოლო წუთები დაუვიწყარ მოგონებებად აქციეს.
12-წლიანი სასკოლო ცხოვრების დასასრული, გამომშვიდობება მშობლიურ სკოლასთან, საყვარელ მასწავლებლებთან, უმცროს მეგობრებთან და ბავშვობის მეგობრებთან, კლასელებთან - ცხადია ეს დღე ვერ ცაივლიდა ემოციების გარეშე.
ახალგაზრდებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასაცილო მომენტები იუმორისტული სკეტჩებით გააცოცხლეს, პედაგოგებს სცენიდან, ემოციურად მოეფერნენ და მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებამ, ახალგაზრდებს, თეთრ პერანგებზე უსახსოვრეს ემოციური წერილები და საუკეთესო სურვილებით გააცილეს სკოლიდან.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: