„გზად ია-ვარდი დაფინეთ ანბანი მობრძამდებაო!“ -  ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
30-05-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა და მოსწავლეებისთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი  უფრო შთამბეჭდავი გახდა. 

პაატრებმა გააცილეს ანბანი დევიზით - „გზად ია-ვარდი დაფინეთ ანბანი მობრძამდებაო!“.

კლასის პატარა „მსახიობებმა“, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს სცენარი - როგორ მოთავსდა წიგნში ასოები. ასევე მოაწყვეს ინსცენირება ნასწავლი მოთხრობების: „ზარმაცი ვანო“, „ჩხუბი არაფერზე“, „მამა და სათვალე“.

მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებიც შთამბეჭდავად შეასრულეს, ასევე, მე-2 კლასის დახმარებით შეასრულეს ცეკვა - „სამაია“.

აღსანიშნავია, რომ პირველი კლასის ხელმძღვანელია ნათია კაპანაძე, მე-2 კლასის კი - ლელა მჭედლიძე, ღონისძიების ორგანიზატორები კი, მაია რიჟამაძე, ეკატერინე თედეშვილი და ხელოვნების პედაგოგი ანა ღამბარაშვილი გახლდათ. 

დღის ბოლოს კი, პატარებმა თავიანთი ხელით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.  

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203