
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული და მათში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასში ჩატარებული ინგლისურენოვანი ღონისძიება - Easter in Georgia, რომელსაც პედაგოგი - სოფიო ხუდაინაზაროვა ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ როგორ აღნიშნავენ საქართველოში აღდგომის დღესასწაულს, ისაუბრეს ტრადიციულ პასკაზე, რომელსაც აღდგომის დღესასწაულზე ამზადებენ ოჯახებში.
ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს წითელ პარასკევზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ წითლად შეიღებოს კვერცხები და სხვა აუცილებელ რიტუალებზე.
როგორც სკოლაში აფასებენ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილი გამოგვივიდა, რის გამოც სკოლაში, ხელმძღვანელს მადლობას უხდიან.