მატნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ
31-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს კითხვის შეყვარების მიზნით, არაერთ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობენ.

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით, მატნის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. 

ხელმძღვანელ მაია სიმონიშვილთან და ნინო ზუბაშვილთან ერთად ბავშვებმა ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

ბიბლიოთეკაში, მათ წაუკითხეს კახეთის ისტორიული ძეგლების მოკლე მიმოხილვა. ბავშვებმა ასევე მშობლიური სოფლის შესახებ საინტერესო ფილმს უყურეს.

მოსწავლეებმა: მარიამ კაჭკაჭურმა, ევა ქიზიყელაშვილმა, ბარბარე ტერტერაშვილმა და ქეთი მარუქაშვილმა წიგნიდან „ენა, მამული, სარწმუნოება“ ამონარიდები საინტერესოდ წაიკითხეს.

მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203