მატნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს 
30-05-2024

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ. 

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ, სადაც ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

კონკრეტულა მასში VII კლასის მოსწავლეები - ალექსი ტერტერაშვილი, მარიამი ტერტერაშვილი, ნინი მექუდიშვილი, ლიზი შიომღვდლიშვილი, ნინი ჭიჭიაშვილი, IX კლასის მოსწავლეები - გაბრიელ გარშაულაშვილი, გიგა ჭიჭიაშვილი, საბა მაისურაძე, ნიკა მაისურაძე, ნინი ჭიჭიაშვილი, ასევე, VI კლასის მოსწავლეები - თამარ სიმონიშვილი, თიკა ქიზიყელაშვილი, ოთო მარუქაშვილი, ქეთევან გარშაულაშვილი და დიანა სარქიაშვილი აქტიურად ჩაერთნენ.

მათ სასკოლო და საქალაქო თამაშების I და II ტური წარმატებით გადალახეს და III ტურში მონაწილეობისათვის ემზადებიან. 

„გილოცავთ ბავშვებო, კვლავ წარმატებას გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203