„გისურვებთ წარმატებულ მომავალს, დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე“- მატნის N2 სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს 
30-05-2024

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს. 

სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ჩვენო კურსდამთავრებულებო! სასკოლო საზოგადოების სახელით, გისურვებთ წარმატებულ მომავალს, დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203