ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლე ელენე ჩაფიძე საგნობრივ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა 
03-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, სადაც ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ

მათ შორისაა, VIII კლასის მოსწავლე ელენე ჩაფიძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საგნობრივ კონფერენციაში, სადაც წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „არალის ზღვა-ტბა“. 

პრეზენტაცია მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა და დამსწრეთა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. 

ელენე ჩაფიძის დამრიგებელი ცირა კუბლაშვილი, გეოგრაფიის მასწავლებელი კი ეკატერინე ჭელიძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა რომ პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე ახალისებენ მათ ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203