ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
31-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ნინო რიჟამაძე) წარმატებით დაასრულეს სასკოლო ცხოვრების პირველი წელი. სასწავლო წლის დასრულება პატარებმა ღონისძიებით აღნიშნეს, სადაც წარმოადგინეს მხატვრული ნომრები, ლექსები და სიმღერები.

განწყობას მშობელთა ჩართულობით ლამაზად გაფორმებული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა შეაჯერეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მოსწავლეებისთვის ზღაპრული საგანმანათლებლო მოგზაურობა აღმოჩნდა. 

„უსწრაფესად გაფრენილმა ერთმა წელმა პედაგოგი და პატარა მერცხლები ძალიან დაახლოვა და დაამეგობრა. სასწავლო პროცესში იყო ახალ-ახალი აღმოჩენები, რომელსაც ახლდა სირთულეებიც, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულმა და გვერდით დგომამ ეს ყველაფერი დააძლევინათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და სკოლის სახელით პირველკლასელებს ხალისიან და შთაბეჭდილებებით სავსე არდადეგებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203