ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლე ეკატერინე გოგიჩაძე izrune.ge-ის დიდ დღესასწაულზე დაჯილდოვდა
31-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკატერინე გოგიჩაძე izrune.ge -ის დიდ დღესასწაულში მონაწილეობდა, ღონისძიებაში, რომელიც მისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თბილისში სასტუმრო „ბილტმორის“, დიდ დარბაზში გაიმართა izrune.ge -ს „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები და მათი ოჯახები შეირჩა izrune.ge-ს შედეგების მიხედვით, რომლებსაც სპეციალური სახელობითი სერტიფიკატები გადაეცათ.

დაჯილდოვებულ მოსწავლეთა შორისაა, გამორჩეული შედეგებით ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ეკატერინე გოგიჩაძე, რომელიც izrune.ge-ს დიდი ოჯახის სხვა აქტიურ წევრებთან ერთად პროექტის თანამოაზრე და უპირატესი თანამონაწილეა.

აღსანიშნავია, რომ მისი წარმატებით სკოლა ამაყია, განსაკუთრებით კი მისი დამრიგებელი ლია ბარბაქაძე ხარობს.

„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ეკატერინეს სკოლის სახელით!“, - ასე ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა-განათლების პროცესში თანამედროვე, წარმატებით აპრობირებული ტექნოლოგიებით მათივე ოჯახების მასობრივი: ჩართვა/დაინტერესება/წახალისება; საპრეზენტაციო პროექტი კი დაფუძნებულია აღზრდა-განათლების ლეგენდარული „ეტალონის“ პროექტების 17-წლიან ძალზედ წარმატებულ გამოცდილებაზე და მაღალტექნოლოგიური ინტერნეტპლატფორმა izrune.ge-ს კრეატიული სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის 7-წლიანი წარმატებული მუშაობის შთამბეჭდავ შედეგებზე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203