ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეები - დავით ბრეგაძე და ლიზი ბოჭორიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
30-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისიან ფორმალურ განათლებას ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და მიღწევებით სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ახლახან, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეები - დავით ბრეგაძე და ლიზი ბოჭორიშვილი (დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ თემატურ კონკურსში წარმატებული მინაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. დავით ბრეგაძემ II საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ლიზი ბოჭორიშვილმა - III.

გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სიგელებთან ერთად საჩუქრებიც გადაეცათ.

დავითი და ლიზი ტყიბულის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები არიან.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას დიდი სიხარულით ულოცავენ.

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203