„ჩვენი ენა ქართული“ - სალხინოს საჯარო სკოლის ქართული ენა/ლიტერატურის კათედრის წარმატებული პროექტი მუზეუმში დაგვირგვინდა
03-06-2024

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო სტრატეგია მოსწავლეთა მაღალი ინტერესით გამოირჩევა. 

შთამბეჭდავია, სალხინოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ განხორციელებული პროექტი - „ჩვენი ენა ქართული“ (ხელმძღვანელი ნონა ცაავა), რომელიც ქალაქ ზუგდიდის დადიანების სასახლეში დაანონსებული საგანმანათლებლო პროგრამით - „გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“, წარმატებით დაგვირგვინდა. 

პროექტის მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში დაათვალიერეს დედიოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალური გამოფენა, გაეცვნენ მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს, სალექციო ფორმატში გაეცვნენ უძველესი ქართული ანბანის განვითარების პროცესს, ინტელექტუალურ ფორმატში იმსჯელეს თუ რა გამოწვევების წინაშე  დგას ქართული ენა და როგორ უნდა მოხდეს მისი უნიკალურობის დაცვა-შენარჩუნება.

საინტერესო იყო პროგრამის პრაქტიკული ნაწილი, სადაც მოსწავლეებმა თავად იმუშავეს ასოთმთავრულ ნაწერზე, გაშიფრეს აფორიზმები და ქართული ხალხური ანდაზები. პროექტი დასრულდა ფოტოსესიით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203