სალხინოს საჯარო სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრთა ინიციატივით, დადიანისეული სასახლის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეული.
კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრთა ინიციატივით (პედაგოგი იუნონა ფონიავა) დასუფთავდა დადიანისეული სასახლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების აქციაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მათ კიდევ ერთხელ გააანალიზეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: