„თქვენ ნამდვილად ასახელეთ სკოლა“-სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში და დირექტორის გულთბილი მილოცვა
30-05-2024

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში, სადაც მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ, სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს. 

შედეგად კი, 2024 წლის „მარტვილის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა, 77 ქულით, მოიპოვეს გუნდის კაპიტანი VII კლასის მოსწავლე ქრისტინე წულაია იყო, შემადგენლობაში კი იყვნენ: დავით ბერიშვილი VII კლასი, გიორგი ხურცილავა VI კლასი, ანამარია ჭკადუა VII კლასი და ნატალი წულაია VI კლასი. 

მათი მიღწევით სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა ამაყობს და ულოცავს.

„ვულოცავ მოსწავლეებს ეტალონის ინტელექტუალურ გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავებას. თქვენ ნამდვილად ასახელეთ სკოლა. წინ კიდევ უამრავი გამარჯვებები გელოდებათ“,- წერს სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203