
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებისა თუ ღონისძიებების შეთავაზებას.
მათ შორის აღსანიშნავია აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც III კლასში ჩატარდა და რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური დეკორაციები შექმნეს, გაეცნენ დღესასწაულის ტრადიციებს და გაიაზრეს ამ დღის არსი.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებელი ჰერიქნაზ სკოიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: