
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, სკოლაში შესაბამისი აქტოვობები მოეწყო. პატარა მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა გაიხსენეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათ სკოლის დირექტორი - მალხაზ მახარაძე სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„რეზი და თაკო გილოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას. წარმატებებს გისურვებთ მასწავლებლებს და მოსწავლეებს“,- ამბობს დირექტორი მალხაზ მახარაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: