თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა საზეიმო „ბოლო ზარი“ 
30-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები უდიდესი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

სკოლაში მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულებს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გზა დაულოცეს. აღსანიშნავია, რომ ისინი ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს. 

მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა კი სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს.

დირექცია და კლასის ხელმძღვანელი - ინგა მამულაძე მშობლებს მხარდაჭერისა და „ბოლო ზარის“ ზეიმში მონაწილეობისთვის, მადლობას უხდის.

სკოლაში კურსდამთავრებულებს უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ მათ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203