პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში
30-05-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

პატარებმა „ანბანის  გაცილების“, ღონისძიება გამართეს, თავიანთი ცოდნა შთამბეჭდავი წარმოდგენით შეაჯამეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ცირა კალაიჯიშვილი და მუსიკის პედაგოგი ლეილა თელიაშვილი.   

ღონისძიების დასასრულს, პედაგოგებმა პირველკლასელებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203