
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასში დამრიგებლის- ჰაიკანუშ სიმონიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ჩვენი ბავშვობის პლანეტა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მეოთხეკლასელი დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: