
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით, რომლებიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესი აქტივობა, თემაზე - „მზის სისტემის ყველაზე მაღალი მთები“.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა, ფიზიკის მასწავლებლის მაყვალა გაგუას ხელმძღვანელობით გაიმართა, მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და საკმაოდ შემეცნებითი აღმოჩნდა.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატი, სადაც ასახულია მეცნიერული მონაცემები აღნიშნულ საკითხზე.
იხილეთ ფოტოები: