პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში
30-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს პირველი სასწავლო წლის დასრულება და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები მიანიჭეს. 

„ეს წიგნი ერის ბურჯია!“- წიგნი, ჩვენი სათაყვანებელი, იაკობის დედა-ენა. ჩვენი ეროვნულობის მთავარი ქვაკუთხედი. მისი პატივისცემა ჩვენი უდიდესი ვალდებულებაა“, - ამ სიტყვებით დაიწყო ღონისძიება სკოლაში და ისიც აღინიშნა, რომ სწორედ ამ პატივისცემის გამოხატულებაა ანბანთქება, რომელიც პირველი კლასის მასწავლებელმა, ნინო მელაძემ თავის „მერცხლებთან“ ერთად საზეიმო ვითარებაში წარუდგინა სასკოლო საზოგადოებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგისა და პირველკლასელების წყალობით, კიდევ ერთი მრავალფეროვანი დღე ჩაიწერა სკოლის მატეანეში

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ბავშვებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს ლექსები ანბანის შესახებ, დადგეს პიესები, იცეკვეს და იმღერეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პირველი კლასის მასწავლებელს, ნინო მელაძეს გაწეული საქმიანობისათვის და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას და მის პატარებს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203