
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა და დიდი ჟრიამული იყო.
სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი დაირეკა“, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს. შემდეგ კი მასშტაბური ღონისძიება გამართეს, რომელიც მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრებით იყო გაჯერებული. მათ საზოგადოების უდიდესი მოწონება და ოვაციები დაიმსახურს.
სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: