
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ და მათ საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2 კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
საგაკვეთილო თემა კი - „პირობითი ნიშნები ჩვენს ირგვლივ“, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი არა მხოლოდ შემეცნებითი ხასიათის იყო, არამედ მიმართული იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაზე. პატარებისთვის გაკვეთილი საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: