
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ახლა, სკოლაში მორიგი წარმატებით ხარობენ. ქუთაისშის სამოქალაქო განათლების პროგრამის აკადემიური წლის შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიება ჩატარდა. განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების მიხედვით კი, სკოლების საუკეთესო ათეული გამოვლინდა.
სასიხარულოა, რომ ამ ათეულში მაღლაკის N1 საჯარო სკოლაც დასახელდა. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე - ლუკა ჟორჟოლიანს სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ მიერ შემუშავებულ გეიმიფიცირებულ პროგრამაში - „ღია თვითმმართველობა“ წარმატებული მონაწილეობისათვის, დიპლომი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: