
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა ინტერესს ყოველთვის აღძრავს.
აღსანიშნავია, რომ ასეთივე საინტერესო იყო პირველკლასელი ელენესთვის პირველი სასწავლო წელი, მრავალფეროვან აქტივობებს შორის, მისთვის დასამახსოვრებელი გახდა ბუნების გაკვეთილი.
საგაკვეთილო თემა - „ციკლური პროცესები ბუნებაში“, გახლდათ, ელენემ თემის ირგვლივ ისაუბრა, ბევრი ახალი შეიმეცნა და ბოლოს, თვალსაჩინოებისთვის მოდელიც შექმნა.
სკოლაში, არა მარტო მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ, არამედ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: