ხაჩკოვის საჯარო სკოლიდან 67-ე თაობა საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
30-05-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

სკოლიდან, კურსდამთავრებულთა 67-ე თაობა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებით, ოვაციებითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. ღონისძიების ორგანიზატორი ლიუბა ბულუდიანი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლაში „ბოლო ზარი“ 9 მოსწავლისთვის დაირეკა. მათ სასკოლო ცხოვრება დაასრულეს და ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდნენ. 

სასკოლო საზოგადოება და კლასის დამრიგებელი არტაშეს ოგანიანი მათ წარმატებას უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის სახელით, ვულოცავთ, მათ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! 

წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ თითოეულს!

მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გამომუშავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ღონისძიების ორგანიზატორი - ლიუბა ბულიდიანი, დირექციამ სამახსოვრო სიგელითა და ერთჯერადი ფულადი პრემიით დააჯილდოვა“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203