
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
სკოლაში სასკოლო ცხოვრების ფურცელი ლამაზი ღონისძიებით გადაიშალა, როდესაც პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ოთხმა პირველკლასელმა საკლასო ოთახიდან ქართული ანბანი საზეიმოდ „გააცილა“ და ნაბიჯები სასიტყვეთში გადადგა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, საზეიმო განწყობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კიდევ უფრო აამაღლეს - მათი წკრიალა ხმები სკოლის მთელ სივრცეს ალამაზებდა.
I კლასის დამრიგებელმა - ნანა ხიზანეიშვილმა თავის მოსწავლეებს სიგელები, კლასის საპროგრამო მასალის წარმატებით ათვისებისათვის, გადასცა. გარდა ამისა, სკოლის დირექტორმა - თენგიზ ოსეფაიშვილმა პატარებს მომდევნო კლასში გადასვლა მიულოცა და სასკოლო ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: