„სტუმრად დაცულ ტერიტორიაზე“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
30-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, ამ მიზნით აქტიურ საქმიანობას ეწევა ეკოკლუბი

ამჯერად, ეკოკლუბის - „ექვილიბრიუმი“, წევრებმა კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, ფარგლებში მოაწყვეს გასვლითი აქტივობა - „სტუმრად დაცულ ტერიტორიაზე“. 

მოსწავლებმა დალაშქრეს მტირალას ეროვნული პარკი. საველე გასვლისას მათ თან ახლდათ მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი ნერიმან აშლარბა. მათ მოისმინეს დაცული ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, ასევე დასვეს საინტერესო კითხვები და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.   

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოინახულეს ტყეში არსებული მცენარეები, ჩანჩქერი, ტბა. გადაიღეს ფოტოები და იქვე ბუნებაში დახატეს პეიზაჟები.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკოკლუბის კურატორი ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203