ვალის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის წარმატებული სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დასრულდა
30-05-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის, სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ მიულოცეს საზაფხულო არდადეგების დაწყება.

გამოსაშვებ ღონისძიებაში - „ანბანის გაცილება“, დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს ლექსები, უმღერეს ქართულ ანბანს, იცეკვეს და ყველაზე საინტერესო დადგმა - თოჯინების თეატრის წარმოდგენა მოაწყეს.

როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება სახალისო და საინტერესო იყო. 

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს ქართული ანბანის შესწავლა და სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მომავალ სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203