გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის გასვლითი ღონისძიება გაიმართა
30-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო და ისინი ცოდნას არა მხოლოდ სკოლის კედლებში, არამედ არაფორმალურ გარემოში იღებდნენ. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ, ინიციატივის - „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“, მასპინძელ სკოლას, სოფელ უჩმანაში

მოსწავლეებმა ჯერ მონახულეს ტონთიოს ხუთნალიანი ხიდი და მე-11 საუკუნის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია. შემდეგ აქტიურად ჩაერთნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა, ინტეგრაციის ხელშეწყობას და სხვადასხვა ეთნოსის მოსწავლეების დამეგობრებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი უჩმანის, სოფელი დიდი ხანჩლის, სოფელი ფარავნისა, სოფელ გორელოვკისა  და ნინოწმინდის ახალგაზრდები. 

მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური თეატრის შესახებ ინფორმაციას. გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ შემდეგი იმპროვიზაციული ნომრების შესრულებაში, ესენი გახლდათ: კარაოკე სიმღერა; ენის გასატეხების სწრაფად და უშეცდომოდ წაკითხვა; ცნობილი ადამიანების პაროდია; ცეკვის კარაოკე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღემ ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა. 

აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს, მოსწავლეები მასპინძელი სკოლის მოსწავლეებს ფრენბურთშიც შეეჯიბრნენ. 

სკოლაში, დიდი მადლობას უცხადებენ კლასის დამრიგებელს, ნუგზარ მარკოიძეს, მხარდაჭერისათვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203