საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი ღონისძიება და შთამბეჭდავი კოსტიუმირებული სანახაობა
31-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო შემეცნებითი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, თვალსაწიერის გაფართოებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.

მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში IV კლასის დამრიგებლის - ლია ინჯიას ინიციატივით, გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით - „სააღდგომო“.

მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის ფორმატით, დამსწრე საზოგადოებას უამბეს ქრისტეს ცხოვრების დეტალები, რომლებიც მოიცავდა უფლის ამქვეყნიური ყოფის მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც გადმოცემული იყო ახალი აღთქმის ოთხი სახარების მიხედვით: მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი.  

  •  შობა - ბეთლემის მისტერიები;
  •  ბავშვობა - ჰეროდეს მიერ დევნა; 
  •  ნათლისღება 30 წლის ასაკში მდინარე იორდანეში, იოანე ნათლისმცემლის მიერ   იესოს ნათლობა;
  •  უდაბნოში გასვლა - იესოს 40 დღე უდაბნოში - ეშმაკეული ცდუნებების დიდსულოვანი დაძლევა; 
  • იესოს სასწაულები და ქადაგებები; 
  • ქრისტეს მოწაფეები;  
  • უფლის ჯვარცმა და აღდგომა;
  • ამაღლება და სულთმოფენობა.

ქრისტეს ცხოვრების ძირითადი მოვლენები, კოსტიუმირებული იმპროვიზაციებითა და შესაბამისი სასცენო რეკვიზიტებით გააზრებითა და შესაბამისი დეკლამაციით წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203