ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები 26 მაისისადმი მიძღვნილ საქალაქო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
30-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები პატრიოტიზმის მნიშვნელობას კარგად იაზრებენ, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ისინი ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

სწორედ ამიტომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის საზოგადოებაც დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. 

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ჩვეული ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო საქალაქო აქტივობაში წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაც.

XIა კლასის მოსწავლემ, ქრისტინა მიკიტიჩიანმა შეასრულა მუსიკალური კომპოზიცია - „საქართველო“, ხოლო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ფესვები“, წარადგინეს ქორეოგრაფიული ნომერი - „ქალთა დაისი“. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, პედაგოგები და მოსწავლეები ნაციონალური სამოსით წარდგნენ საზოგადოების წინაშე და ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203