პატრიოტული ღონისძიება ყვარლის N2 საჯარო სკოლაში
30-05-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან, მათში სამშობლოსადმი სიყვარულს აღვივებენ და ყველაზე მნიშვნელოვანს დამოუკიდებლობის ფასს ასწავლიან. 

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა“, - სწორედ ამ მოტივით, სკოლაში, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

ღონისძიება III კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს და მას მასწავლებლები, მშობლები და სხვა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულმა ღონისძიებამ დიდი ემოციები და მღელვარება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.

ღონისძიება ამაღელვებელი და გულწრფელი შეფასებით დაასრულა ისტორიის პედაგოგმა თინა ნაზრიშვილმა

სკოლაში მადლობა უხდიან ისტორიის მასწავლებელს ემოციური  და გულწრფელი სიტყვებისთვის და მუსიკის პედაგოგ ეკა დენთოშვილს გაწეული შრომისთვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203